• მისამართი: აბაშიძის 42, III სადარბაზო, II სართული
  • დაგვიკავშირდით: +995 577 329 904
  • ელ-ფოსტა: info@gglegal.ge

Practice Areas

Practice Areas

შემოთავაზებული იურიდიული მომსახურებები

მოხარული ვართ წარმოგიდგინოთ ჩვენი სერვისები, დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი მუშაობის ძირითადი ელემენტები, როგორებიცაა – პროფესიონალიზმი, ეფექტური მუშაობა, ყოველ საქმეზე ინდივიდუალური მიდგომა და გადასაჭრელი საკითხების კომპლექსური გადაწყვეტა თქვენი საქმის მოგვარების მთავარ პრინციპებს წარმოადგენს.

საქმიანობის განხორციელებისას ჩვენ ვმოქმედებთ საქართველოს სამართლებრივ სივრცეში მოქმედი გარემოს შესაბამისად, რისთვისაც ვიყენებთ როგორც შიდა სახელმწიფოებრივ კანონმდებლობას ასევე საერთაშორისო სამართლის ნორმებს, ძირითად პრინციპებსა და მსოფლიოში დანერგილ სამართლებრივ პრაქტიკას. ჩვენს გუნდს მიაჩნია, რომ ცოდნასა და კვალიფიკაციაზე დაყრდნობით გამართული მომსახურების სერვისები წარმატების მთავარი კრიტერიუმია.

ბიზნესის განვითარება მოითხოვს მყარ იურიდიულ მხარდაჭერას, რომელსაც შეუძლია უზრუნველყოს შედეგზე ორიენტირებული ეფექტური ნაბიჯების განხორციელება. ჩვენ კლიენტებს ვთავაზობთ იურიდიულ მომსახურებას სამართლის ისეთ სფეროებში რომელიც მოითხოვს სპეციალურ ცოდნასა და პრაქტიკას. ჩვენი მიზანია კლიენტებისთვის შევქმნათ სამართლებრივად გამართული და მოწესრიგებული გარემო, რათა მათ მაქსიმალურად ეფექტურად შეძლონ საკუთარი საქმის კეთება და მშვიდად დაეყრდნონ ჩვენ სამართლებრივ ცოდნასა და გამოცდილებას.

ჩვენ გთავაზობთ კომპლექსურ მიდგომას, ამ მიზნით ვთანამშრომლობთ გამოჩენილ მრჩევლებთან საგადასახადო, ბიზნესისა და ბუღალტრული აღრიცხვის სფეროში, როგორც საქართველოში ასევე მის ფარგლებს გარეთ. იგივე პრინციპებს ვიყენებთ სამართლის სხვა სფეროებში მუშაობისას, ჩვენ ვთანამშრომლობთ ისეთი სფეროების წარმომადგენლებთან , რომლებიც ფლობენ სპეციალურ ცოდნასა და კვალიფიკაციას სხვა და სხვა საკითხების გადასაწყვეტად. საჭიროების შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია შევკრიბოთ მრჩეველთა გუნდი, რომელსაც შეეძლება დაუყოვნებლივ და ეფექტურად მოქმედება.

ჩვენი გუნდი გაგიწევთ მომსახურებას სამართლის შემდეგ სფეროებში:

ჩვენი მომსახურება მოიცავს

– კლიენტებთან ინფორმაციული შეხვედრების ჩატარებას
– კლიენტებისთვის ზეპირი და წერილობითი კონსულტაციების გაცემას
– ხელშეკრულებებისა და შიდა კორპორაციული დოკუმენტების, პროექტების მომზადებას, როგორც ქართულ ასევე ინგლისურ და რუსულ ენებზე
– კლიენტებისთვის წარმომადგენლობის გაწევას სახელმწიფო-ადმინისტრაციულ ორგანოებთან ან/და სხვა იურიდიულ თუ კერძო პირებთან ურთიერთობაში
– შეგროვებული მონაცემების ანალიზსა და საქმის სრულყოფილი შესწავლას
– რეკომენდაციებს პრაქტიკაში ყველაზე გავრცელებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე
– წარმომადგენლობას ყველა ინსტანციის სასამართლოში

სერვისები

უძრავი ქონება და სანივთო სამართალი

ჩვენი მომსახურების სპექტრი მოიცავს საკუთრებისა და მფლობელობის უფლებებთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებში წარმომადგენლობას, როგორც უძრავ ისე მოძრავ ნივთებთან მიმართებით, კერძოდ კი, ისეთ ურთიერთობებში კლიენტთა ინტერესების დაცვას, როგორიცაა იპოთეკისა და გირავნობის საკითხები, საკუთრების უფლების წარმოშობა და მისი რეგისტრაცია საჯარო რეესტრში, სამეზობლო სამართალი, ვინდიკაციურ (უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის) და ნეგატორული (ხელშეშლის აღკვეთის) სარჩელების შედგენასა და შემდგომ წარმომადგენლობას სასამართლოში.

შრომის სამართალი

ჩვენი მიზანია დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის ინტერესთა ბალანსის დაცვა, რაც გულისხმობს შრომითი ურთიერთობის დასაწყისშივე მხარეთა ინტერესების გაანალიზებას, რისკების შეფასებასა და ხელშეკრულების პროექტის კვალიფიციურ და პროფესიონალურ დონეზე მომზადებას. სასამართლო დავის შემთხვევაში ჩვენი გუნდი დაიცავს თქვენს ინტერესებს მაღალი კვალიფიციური სტანდარტით.

საოჯახო და მემკვიდრეობის კანონი
სახელშეკრულებო სამართალი

ხელშეკრულების შედგენა მხარეთა ყველა მოლოდინისა და რისკის შეფასებას გულისხმობს. ხელშეკრულება ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტია ნებისმიერი ბიზნეს გარიგებისას. ჩვენ გაგიწევთ სათანადო კონსულტაციას ყველა რისკისა და შესაძლო სამართლებრივი შედეგის შესახებ, იმისათვის რომ თქვენ მიიღოთ ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილება და მოხდეს მხარეთა შეთანხმების იურიდიულ დოკუმენტში ასახვა. ჩვენი იურისტები ფლობენ ხელშეკრულების შედგენის ტექნიკას ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე, რაც თქვენს საქმიანობას უფრო მოქნილს და ხელსაყრელს გახდის. მომსახურება ასევე მოიცავს სახელშეკრულებო პირობების ხელშემკვრელ მხარესთან მოლაპარაკებების პროცესში ჩართვას თქვენი სურვილის შესაბამისად.

საგადასახადო კანონი
მედია და კომუნიკაციები
მედიაცია

მედიაცია დავების გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებაა, რომლის დახმარებითაც მხარეები სასამართლოში ფორმალური საქმისწარმოების გარეშე მოლაპარაკების შედეგად ურთიერთშეთანხმების გზით ასრულებენ დავას ზედმეტი ფინანსური დანახარჯების გარეშე

სასამართლო და საარბიტრაჟო დავები

იურიდიული კომპანია GG Legal-ის იურისტთა გუნდი გთავაზობთ, თქვენი ინტერესების წარმომადგენლობას სამივე ინსტანციის სასამართლოებში, როგორც სამოქალაქო ასევე ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის დავებზე.
ჩვენ გთავაზობთ დავის დეტალურ ანალიზს. ჩვენი კლიენტი გუნდის სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე თავად იღებს გაანალიზებულ გადაწყვეტილებას დავის წამოწყების, მიმდინარე დავის გაგრძელებისა თუ შეჩერების შესახებ.
ამავდროულად, ჩვენი მიზანია დავის მოგვარების სწრაფი და ეფექტური გზის შერჩევა, რაშიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს არბიტრაჟი. ჩვენი იურისტების გუნდი ასევე გთავაზობთ, წარმომადგენლობას საარბიტრაჟო პროცესში.

კორპორაციული სამართალი და კორპორაციული მართვა

„იურიდიული კომპანია GG Legal-ის იურისტთა გუნდი უზრუნველყოფს სამეწარმეო სამართლებრივ იურიდიულ მომსახურებას, რომელიც გულისხმობს მეწარმე სუბიექტების მარეგულირებელი კანონმდებლობის სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის იურიდიული პირის სახეობის სწორად შერჩევას, იურიდიული პირის დაფუძნებას, უცხოური კომპანიის ფილიალის/წარმომადგენლობის რეგისტრაციას, რეგულირებად (საფინანსო, ტელესაკომუნიკაციო და ენერგეტიკის) და არარეგულირებად ეკონომიკის სექტორებში საწარმოს შეძენას, საწარმოების შერწყმას და შეერთებას, საწარმოთა გაყოფას/გამოყოფას, ორგანიზაციის რესტრუქტურიზაციასა და გარდაქმნას ერთი ტიპის საწარმოდან მეორე ტიპის საწარმოდ.
კომპანია GG Legal-ის მომსახურება მოიცავს ასევე რეკომენდაციებს ორგანიზაციის მმართველობითი ორგანოს ჩამოყალიბებისა და მართვის სტრატეგიული განვითარების სისტემის შექმნასთან დაკავშირებით. სამეწარმეო კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა საკითხებთან დაკავშირებულ კონსულტაციებს. მომსახურება აგრეთვე მოიცავს კლიენტის ინტერესების დაცვას სხვადასხვა ადგილობრივ, სამთავრობო თუ ადმინისტრაციულ ორგანოებში.

საბანკო სამართალი

ჩვენი მომსახურების სპექტრი მოიცავს ბანკების კორპორატიული კლიენტების დახმარებას როგორც საბანკო პროდუქტების (სესხი, საბანკო გარანტია და ა.შ.) შეძენისას, ასევე, კომერციულ ბანკებთან წარმოშობილი ნებისმიერი სადავო საკითხის გადაწყვეტისას.

ადმინისტრაციული სამართალი

ჩვენი გუნდი წარმოადგენს თქვენს ინტერესებს ნებისმიერ ადმინისტრაციულ ორგანოსა თუ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან ურთიერთობაში, რაც გულისხმობს წერილობითი დოკუმენტაციის მომზადებას, კლიენტის ინტერესების დაცვას ადმინისტრაციული წარმოების პროცესში.

ინტელექტუალური საკუთრების სამართალი

ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს თქვენი ინტერესების დაცვას, როგორც სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის და მის თანმდევ პროცესში, ასევე საავტორო და მომიჯნავე სფეროთი მოცულ ურთიერთობებში.

ანტიმონოპოლიური და ანტიდემპინგური კანონმდებლობა

(კომპანიის საქმიანობის, არსებული და სამომავლო გარიგებების საქართველოს ანტიმონოპოლიურ და ანტიდემპინგურ კანონმდებლობასთან თავსებადობის შესახებ წერილობითი იურიდიული დასკვნების მომზადება, კონსულტირება, წარმომადგენლობა: სსიპ - საქართველოს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში, სსიპ - საქართველოს ეროვნულ ბანკში, სსიპ - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში, სსიპ - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში და საქართველოს სამივე ინსტანციის სასამართლოში).

განახლებადი ენერგია, წყალმომარაგება, ნავთობი და გაზი

მომსახურება აერთიანებს არსებული, მშენებარე და ასაშენებელი სხვადასხვა ენერგეტიკული ობიექტის სრულ სამართლებრივ მხარდაჭერას. კერძოდ: ნებისმიერი სირთულის ხელშეკრულებათა და მათ თანმდევ დოკუმენტთა პროექტების მომზადებას, ანალიზს და გარკვეულ ხელშეკრულებათა რეგისტრაციის პროცედურების მართვას; სხვადასხვა მიზნობრივ სამთავრობო, მარეგულირებელ უწყებებთან და შესაბამისი ლიცენზიების მქონე კომპანიებთან კოორდინაციას და კომპანიის ინტერესების დაცვას; ენერგეტიკის სექტორში არსებულ კანონმდებლობასთან კომპანიის საქმიანობის შესაბამისობას; საჭირო ლიცენზიების, ნებართვების და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების მოპოვებას; მიწის პრივატიზების საკითხებს; ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე ენერგო რესურსებით ვაჭრობას; კომპანიის წარმომადგენლობას მარეგულირებელ ორგანოსთან, სასამართლოსა და არბიტრაჟში.