Leave a message
  • მისამართი: აბაშიძის 42, III სადარბაზო, II სართული
  • დაგვიკავშირდით: +995 577 329 904
  • ელ-ფოსტა: info@gglegal.ge

საემიგრაციო

საემიგრაციო

თუ თქვენ გაგაჩნიათ კითხვები, საემიგრაციო საკითხებთან დაკავშირებით მათზე პასუხების მისაღებად საუკეთესო გზა ჩვენთვის მომართვაა.

საქართველოს კანონმდებლობა ყველა უცხოელისთვის იძლევა შესაძლებლობას  მიიღოს მოქალაქეობა ან გახდეს მისი ბინადარი.

-რატომ უნდა გადმოხვიდეთ საქართველოში საცხოვრებლად?

მრავალი მიზეზი არსებობს იმისთვის, რომ საქართველო თქვენი მეორე სამშობლო გახდეს. ქვეყანა ქრისტესშობამდე მეთოთხმეტე საუკუნეებშია მოხსენიებული ბერძნული მითოლოგიის წყაროებში, ის უძველესი დროიდან ახორციელებს სავაჭრო ურთიერთობებს სხვა სახელმწიფოებთან, რაშიც მას დასავლეთიდან მოსაზღვრე შავი ზღვა უწყობდა ხელს. საქართველოს ტერიტორიაზე გადიოდა მსოფლიოსთვის ცნობილი “აბრეშუმის გზა” რამაც განვითარებული სახელმწიფოს ჩამოყალიბებას ადრიდანვე ჩაუყარა ფესვები.

საქართველო აღიარებულია ღვინის სამშობლოდ, აქ აღმოჩენილია ყურძნის წიპწა რომელიც 8000-ს წელს ითვლის, ალბათ არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ მეღვინეობას ქართულ ეკონომიკაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. საქართველოს ჩრდილოეთიდან აკრავს კავკასიის მთათა სისტემა, რომელის ტერიტორიებიც მდიდარია ოქროთი, ვერცხლით და სხვა ძვირფასი ლითონით თუ ნედლეულით. აქვე უნდა აღინიშნოს რომ საქართველო მდიდარია წყლით და გააჩნია უდიდესი ჰიდროენერგეტიკული რესურსი.

საქართველო კლიმატით და მდებარეობით ერთ-ერთი წამყვანი ეკონომიკური სექტორია, თავის რეგიონში, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის კუთხით. გარდა ზემოთ ნახსენები ზოგადი ფაქტებისა საქართველო სხვა კუთხითაც ქმნის კომფორტულ გარემოს, რომელიც ნებისმიერ უცხოელს მიიზიდავს საცხოვრებლად და ბიზნესის განვითარების მიზნით ქვეყანაში გადასვლაზე, ქვემოთ მოვიყვანთ რამდენიმე მათგანს

– საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა
– ქვეყანა ქმნის ბიზნეს სექტორისთვის  საჭირო რესურსების მაქსიმალური ხელმისაწვდომობის შესაძლებლობას
-საქართველოში ცხოვრება და ბიზნესის კეთება ნაკლებ ხარჯებთან არის დაკავშირებული
– ქვეყანას აქვს ლიბერალური საგადასახადო კანონმდებლობა
– დიდი პოტენციალი სხვადასხვა სახის ბიზნესისთვის
-არის ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების მხარე, რაც ნიშნავს ევროპული კანონმდებლობის იმპლემენტაციას
– ქვეყანაში მოქმედებს მოქნილი საგადასახადო სისტემა

საქართველოში გადმოსვლის მსურველთათვის ბინადრობის სხვადასხვა სახეები არსებობს, გაგაცნობთ ყველა მათგანს

– სამუშაო ბინადრობის ნებართვა _ სამეწარმეო და შრომითი საქმიანობისთვის
-სასწავლო ბინადრობის ნებართვა _ საგანმანათლებლო მიზნისთვის
– ოჯახის გაერთიანების მიზნით მიღებული ნებართვა_ ოჯახის იმ წევრთათვის რომლებიც არ არიან საქართველოს მოქალაქეები
– საქართველოს ყოფილი მოქალაქისთვის – როცა მოქალაქეობა შეწყვეტილია
– მოქალაქეობის არ მქონე პირისთვის _ რომელიც ცხოვრობს და  დაფუძნებულია საქართველოში
– სპეციალური ბინადრობის ნებართვა _ პირისთვის რომელიც შესაძლებელია იყოს  ტრეფიკინგის მსხვერპლი
– მუდმივ ბინადრობის ნებართვა – პირისთვის რომელსაც უკვე აქვს რომელიმე სახის ბინადრობის ნებართვა და ცხოვრობდა საქართველოში 6 წლის მანძილზე
– ინვესტორის ბინადრობის ნებართვა _ უცხოელი ინვესტორისა და მისი ოჯახის წევრისთვის
– დროებითი ბინადრობის ნებართვა – უცხოელისთვის  რომელიც აღიარებულია ოჯახში ძალადობის მსხვერპლად
– მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა _ უცხოელისთვის რომელიც უძრავ ქონებას ფლობს საქართველოს ტერიტორიაზე (გარდა სასოფლო-სამეურნეო მიწისა)

თქვენ ირჩევთ თქვენთვის ოპტიმალური ბინადრობის სახეს და ჩვენ გეხმარებით მის მოპოვებაში.

მნიშვნელოვანი ფაქტი: საქართველოს და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების თანახმად საქართველოს მოქალაქეები თავისუფალი სავიზო რეჟიმით სარგებლობენ ევროპის ქვეყნებში.

a