GG legal-ი წამყვანი ქართული იურიდიული კომპანიაა, რომელიც 2014 წელს საქართველოში დაარსდა ნოვატორი იურისტების მიერ, რომლებსაც განათლება აქვთ მიღებული ამერიკისა და ევროპის ქვეყნების უნივერსიტეტებში.
ჩვენი ადვოკატების შრომისმოყვარეობა, მათი საქმისადმი მიდგომის ინოვაციური და პრაგმატული სტრატეგია უზრუნველყოფს კლიენტების იურიდიული ინტერესების მაღალკვალიფიციურ დაცვას. კლიენტებთან მჭიდრო კოორდინაცია და ურთიერთანამშრომლობა ჩვენი წარმატების ფორმულაა. ჩვენი გუნდი გამოირჩევა პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობითა და კლიენტთა უპირატესი ინტერესის გათვალისწინებით.
ჩვენ არ ვართ ორიენტირებული გავხდეთ უმსხვილესი იურიდიული კომპანია საქართველოში, რომელის ინტერესია ოფისებისა და იურისტების რაოდენობის ზრდა, ჩვენი ამოცანაა კლიენტისათვის ვქმნიდეთ მყარ და შეუცვლელ არჩევანს, სამართლებრივი საკითხების მოგვარების, მნიშვნელოვანი ბიზნეს ტრანზაქციებისა თუ კრიტიკულ დავებში კლიენტებისათვის წარმატების მოპოვების გზით.