• მისამართი: აბაშიძის 42, III სადარბაზო, II სართული
  • დაგვიკავშირდით: +995 577 329 904
  • ელ-ფოსტა: info@gglegal.ge

გვანცა გამეზარდაშვილი

გვანცა გამეზარდაშვილი

მმართველი პარტნიორი

გვანცა გამეზარდაშვილი არის იურიდიული კომპანია ,,GG Legal”-ის მმართველი პარტნიორი. მისი პროფესიული საქმიანობის ოთხ წლიანი პრაქტიკა მოიცავს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართლის საქმეებს, გვანცას ასევე გააჩნია მედია ტორად მუშაობის გამოცდილება.

მისი პრაქტიკა ძირითადად ორიენტირებულია საიმიგრაციო, სახელშეკრულებო, შრომით სამართალზე, დავის ალტერნატიულ გადაწყვეტაზე და არბიტრაჟზე, აგრეთვე ადმინისტრაციულ და სამოქალაქო სამართალწარმოებაზე.

იურიდიული კომპანია ,,GG Legal”-ის დაარსებამდე გვანცა გამეზარდაშვილი მუშაობდა, როგორც დირექტორის მოადგილე და მთავარი იურისტი გერმანულ ფარმაცევტულ კომპანიაში. აღნიშნული პოზიციის დაკავებამდე კი იგი პროფესიულ საქმიანობას ეწეოდა ჰიდროენერგეტიკულ კომპანიაში, სადაც ის ხელმძღვანელობდა რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის პროცესებს. ის მუშაობდა მედიატორად “Richard J. Daley Center” ჩიკაგო, ილინოისში, სადაც ის ძირითადად განიხილავდა დამქირავებელ–გამქირავებლისა და მყიდველ–გამყიდველს შორის არსებულ დავებს, ის აგრეთვე მუშაობდა უფროს იურიდიულ ასისტენტად ჩიკაგოს ერთ-ერთ კერძო იურიდიულ კომპანიაში და დაკავებული იყო იურიდიული დოკუმენტაციის შედგენით და განხილვით. გვანცა გამეზარდაშვილს აქვს აგრეთვე, გამოცდილება გერმანულ სამართალში რადგან ის მუშაობდა პრაქტიკანტად იურიდიულ კომპანიაში გერმანიაში კერძოდ მიუნხენში.

გვანცა გამეზარდაშვილი ფლობს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის მიმართულების ბაკალავრის ხარისხს, სადაც მან უმაღლესი შეფასებით დაიცვა სადიპლომო ნაშრომი თემაზე „მედიაცია საქართველოში“, მან ასევე მოპოვა მაგისტრის ხარისხი ილინოისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლიდან საერთაშორისო და სახელმწიფოთაშორის სამართალში. ის არის დავების გადაწყვეტის ცენტრის სერტიფიცირებული მედიატორი ილინოისში კერძოდ ჩიკაგო. გვანცა გამეზარდაშვილი აგრეთვე სწავლობდა აუგსბურგის უნივერსიტეტში სადაც წარმატებით გაიარა სასერტიფიკატო პროგრამა „ევროპული და საერთაშორისო ეკონომიკური სამართალი“. მას გავლილი აქვს მრავალი ტრენინგი მედიაციას და ბიზნეს სამართალში.

გვანცა გამეზარდაშვილი მშობლიურ ენასთან ერთად სრულყოფილად ფლობს ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს.

Contact Me